DESIRE BRONZER makeup stick
ნახე, როგორ საოცრად ნაწილდება, იბლენდება და ბუნებრივი რუჯის ეფექტს ტოვებს!
HEAN DESIRE Bronzer Stick არის კრემოვანი ბრონზერი სტიკის ფორმატში, რომელიც მარტივად უსვამს ხაზს სახის ნაკვთებს და ანიჭებს კანს ბუნებრივ, მზით გარუჯულ იერს.
მსუბუქი, კრემოვანი ტექსტურა კანზე მარტივად ნაწილდება, იდეალურად ერწყმის მაკიაჟს და ქმნის ბუნებრივ კონტურინგს ლაქებისა და მკვეთრი ხაზების გარეშე. ფორმულა საშუალებას გაძლევთ ეტაპობრივად გაზარდოთ ფერის ინტენსივობა სასურველი შედეგის მისაღებად.
- მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
- ხარისხის 100% გარანტია
აღწერა
ბრონზერის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ფუნჯით, ისე მაკიაჟის ღრუბლით. კომპაქტური შეფუთვა კი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისა და მოგზაურობისთვის.
ფორმულის საიდუმლო
ფორმულა გამდიდრებულია კანის მოვლის აქტიური ინგრედიენტებით:
ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ხელს უწყობს მისი ჰიდროლიპიდური ბარიერის დაცვას.
ყვავილების ზეთების კომპლექსი ჟასმინის, პეონის, ალუბლის ყვავილის,ლავანდისა და ვარდის ფურცლების ექსტრაქტები კვებავს, ამშვიდებს და აღადგენს კანს.
უპირატესობები
✔ მსუბუქი და კრემოვანი ტექსტურა
✔ ბუნებრივი, მზით გარუჯული კანის ეფექტი
✔ ნახევრად მატი და ხანგრძლივი დასრულება
✔ მარტივად ნაწილდება და იდეალურად იბლენდება
✔ ფერის ინტენსივობის ეტაპობრივად გაზრდის შესაძლებლობა
✔ შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის
✔ არ ტოვებს ლაქებსა და მკვეთრ ხაზებს
გამოყენების წესი
დაიტანეთ ბრონზერი ლოყების ქვეშ, შუბლის პერიმეტრზე, ყბის ხაზზე და ცხვირის გვერდებზე. შემდეგ ფუნჯით ან ღრუბლით ნაზად გაანაწილეთ, რათა მიიღოთ ბუნებრივი და ჰარმონიული კონტურინგი.
01 COLD GIRL, 02 MILKY COFFEE, 03 HOT CHOCOLATE
5,5 g
ინგრედიენტები: PETROLATUM, ISOPROPYL PALMITATE, BIS-DIGLYCERYL POLYACYLADIPATE-2, CYCLOPENTASILOXANE, GLYCERYL BEHENATE, HYDROXYSTEARIC ACID, DIMETHICONE/VINYL DIMETHICONE CROSSPOLYMER, SILICA, MICA, NYLON-12, DISTEARDIMONIUM HECTORITE, ISODODECANE, GLYCINE SOJA OIL, CERA MICROCRISTALLINA, POLYETHYLENE, DIMETHICONE, PARAFFIN, TRIBEHENIN, TRIETHOXYCAPRYLYLSILANE, PHENOXYETHANOL, PROPYLENE CARBONATE, PARFUM, C10-18 TRIGLYCERIDES, PEG-8, SODIUM HYALURONATE, ETHYLHEXYLGLYCERIN, TRIOLEIN, TOCOPHEROL, CITRUS AURANTIUM AMARA FLOWER EXTRACT, JASMINUM OFFICINALE FLOWER EXTRACT, LAVANDULA ANGUSTIFOLIA FLOWER EXTRACT, PAEONIA OFFICINALIS FLOWER EXTRACT, PRUNUS SERRULATA FLOWER EXTRACT, SAMBUCUS NIGRA FLOWER EXTRACT, ASCORBYL PALMITATE, GLYCERYL DIOLEATE, CYCLOHEXASILOXANE, ASCORBIC ACID, CITRIC ACID, ROSA DAMASCENA FLOWER OIL, CITRONELLOL, COUMARIN, GERANYL ACETATE, ACETYL CEDRENE, HEXAMETHYLINDANOPYRAN, TETRAMETHYL ACETYLOCTAHYDRONAPHTHALENES, [+/- CI 77891, CI 77491, CI 77492, CI 77499, CI 12085].
დამატებითი ინფორმაცია
| color | 01 Cold Girl, 02 Milky Coffee, 03 Hot Chocolate |
|---|








































