ჩვენ შესახებ


HEAN არის ოჯახური პოლონური კომპანია, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია ქმნის დეკორატიულ კოსმეტიკას და დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პოლონეთის კოსმეტიკის ბაზარზე. ბრენდი ფლობს საკუთარ საწარმოსა და კვლევით ლაბორატორიას, სადაც იქმნება თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფორმულები. HEAN-ის ასორტიმენტის 95%-ზე მეტი ბრენდის საკუთარი რეცეპტურითაა შექმნილი, ხოლო 65%-ზე მეტი ვეგანურია.
HEAN-ის ფილოსოფია ეფუძნება ხარისხს, ინოვაციასა და მომხმარებლის კმაყოფილებას. სწორედ ამიტომ ბრენდი მუდმივად ავითარებს ტექნოლოგიებს, ქმნის ახალ პროდუქტებს მსოფლიო ტენდენციების შესაბამისად და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასა და ხარისხის კონტროლს.
საქართველოში ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ევროპული ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკა ხელმისაწვდომ ფასად.
სწორედ ამ ხედვით გავხსენით HEAN-ის პირველი კონცეპტუალური სტენდი საქართველოში, სადაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ბრენდის სრულ ასორტიმენტს, გამოსცადოს პროდუქცია და პროფესიონალური კონსულტაციის დახმარებით შეარჩიოს მისთვის იდეალური პროდუქტები.
დღეს HEAN აგრძელებს განვითარებას, ქმნის თანამედროვე, მაღალი ხარისხის დეკორატიულ კოსმეტიკას და მილიონობით მომხმარებლის ნდობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენთვის კი ყველაზე დიდი მოტივაცია ქართველი მომხმარებლის კმაყოფილება და ნდობაა.
- დამზადებულია პოლონეთში
- 40+ წლიანი გამოცდილება სილამაზის ინდუსტრიაში
- არ იტესტება ცხოველებზე
- 65% -ზე მეტი ვეგანური პროდუქტი
- პროფესიონალური ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად





