დაბრუნების პოლიტიკა

მოვაჭრის დასახელება: შპს ემქეი ბიუთი დისტრიბუშენ
საიდენტიფიკაციო კოდი: 400449065
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, რაიონი გლდანი, გლდანის დასახლება, კოტე მარჯანიშვილის ქ. N8
ელ-ფოსტა: heancosmeticsgeo@gmail.com
ტელეფონის ნომერი: +995 598 972 198
უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ეს ვადა აითვლება:
მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან.
საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, გარდა გადამზიდავისა, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, გარდა გადამზიდავისა, ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან.
საქონლის რეგულარულად, განსაზღვრული პერიოდულობით, მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ, გარდა გადამზიდავისა, ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
დაბრუნების პირობები
ჰიგიენური მოსაზრებებიდან გამომდინარე, სტენდებზე შეძენილი პროდუქტის გაცვლა ან დაბრუნება არ არის შესაძლებელი.
გაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა მიიღო დაზიანებული ან შეკვეთილისგან განსხვავებული პროდუქტი.
დაზიანებული პროდუქტის მიწოდების თითოეული შემთხვევა შესწავლილი იქნება ცალკეულად. თუ შეკვეთა სრულად ან ნაწილობრივ არ იქნა მიღებული, ან მიღებული პროდუქტი დაზიანებულია, მომხმარებელი ვალდებულია დააფიქსიროს პრობლემა მიწოდების ბმულზე არსებული ჩათის საშუალებით პროდუქტის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.
კონკრეტული პრობლემური შემთხვევის დაფიქსირება უნდა მოხდეს შეკვეთის ნომერთან და ფოტოებთან ერთად, პროდუქტის მიღებიდან 3 დღის ვადაში, ელ-ფოსტაზე: heancosmeticsgeo@gmail.com
გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული პროდუქტის ფოტო შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს რეალური პროდუქტისგან, რაც არ მიიჩნევა ნაკლად.
დისტანციური ხელშეკრულებიდან უპირობოდ გასვლის (14-დღიანი) უფლებით სარგებლობისას მომხმარებელი ვალდებულია:
დაგვიკავშირდეს ელ-ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით: heancosmeticsgeo@gmail.com ან +995 598 972 198;
მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი, უშუალო ხარჯი;
სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად, დაუზიანებელი და გაუხსნელი ქარხნული შეფუთვით.
იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
გამონაკლისები:
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
ჰიგიენური და ჯანმრთელობის დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე, მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ კოსმეტიკურ პროდუქციაზე, რომლის დამცავი (ჰერმეტული) შეფუთვა მიწოდების შემდეგ გაიხსნა ან დაზიანდა, ან რომელიც გამოყენებულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტს აქვს თავდაპირველი ნაკლი.
ფორს-მაჟორი
არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს. შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის სავაჭრო, სამრეწველო ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.